ჩანგი
ეს საკრავი ქართული
მწერლობის უძველეს ძეგლებში არ გვხვდება
და როგორც ეტყობა, იგი შედარებით გვიან, X-XI
საუკუნეებში, უნდა იყოს შემოსული. ქართულ ორიგინალურ თხზულებათაგან ყველაზე მეტი ცნობები „ვეფხისტყაოსანშია“
დაცული. აღსანიშნავია, რომ ჩანგი პოემაში ჩვეულებრივი
დასამღერებელი საკრავია, რომელსაც მარტო მეაჩანგე კი არა, ყველა უკრავდა ხოლმე. მაგალითად
(120)
„ავთანდილ ჯდა მარტო
საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა
და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.“
უჩანგოდ არც მრავალრიცხოვან წვეულთა ლხინი შეიძლებოდა: როდესაც მეფე ნადირობიდან თავისი ამალითურთ მხიარული დაბრუნდა და დროსტარებას შეუდგა,
ვკითხულობთ: (722)
დაჯდა, დახვდეს
მოკაზმული საჯდომნი და სრანი სრულნი,
ხმას სცემს ჩანგი
ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი“.
ძალების ასაჟღერებლად ძუის შვილდი
კი არ უხმარიათ, არამედ ხელის თითები. ჩანგის დაკვრისას თვით ჩანგის მდებარეობა როგორი იყო, ამის შესახებ შოთას ერთი საყურადღებო ადგილი მოეპოვება. მისი სიტყვით,
ავთანდილს სიმღერის დროს „წინა ედგა ერთი ჩანგი“, ხოლო „როსტომიანში“
კი ჩანგის შესახებ წერია:
„ხელთა ქონდაო“. ამგვარად, პირველ შემთხვევაში ჩანგი იმდენად დიდია , რომ ხელში მისი დაჭერა
შეუძლებელია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, ჩანგი მომცროა და იგი ხელში უკავიათ.
ჩანგი საქართველოში სპარსეთიდანაა შემოტანილი. მას სპარსულად ორი განმარტება აქვს: 1. „ჩანკი“
ეწოდება სპარსთა და ინდოელთა ოდესღაც არსებულ
არფას. 2. „ჩანგ“ სპარსულად საფსალმუნეს, ანუ ქნარს ნიშნავდა, რომელსაც სამკუთხედის ან იშვიათად ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა და 6 ძელი ება.
ჩანგის გაჩენაზე მრავალი თქმულება არსებობდა
სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოშიც
არის ასეთი თქმულება, რომელშიც ნათქვამია , რომ ჩანგის
გამკეთებელს ამ საკრავის მოყვანილობა
ადამიანის მოხრილი ხელისათვის დაუმსგავსებია,
სიმები -თმებისათვის, მისი „მწუხარე
ხმები“ კი მდუღარე ცრემლები ყოფილა. ეს გადმოცემა ჩანგის გამოგონებას მიაწერს ვინმე მოხუცს, რომელსაც შვილი დაეღუპა. სვანურად ჩანგს „შიმეკვშე“-საც ეძახიან, რაც ნიშნავს „მოტეხილ ხელს“. ეს სახელწოდება აღნიშნულ გადმოცემას უნდა უკავშირდებოდეს. სვანური ჩანგი უძველესი სიმებიანი საკრავია, რომლის არსებობაც დასტურდება ძვ. წ. IV ათასწლეულიდან.
განსაკუთრებით საინტერესოა ქართველთა წინაპრების მონათესავე წინა აზიის ხალხების - შუმერების (და მათი მემკვიდრეების) ანალოგიური საკრავები. ამ ხალხების ნათესაობის დამადასტურებელ სხვა მონაცემებთან ერთად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სვანური ჩანგი არა მარტო ანალოგიას პოულობს შუმერულ არფასთან, არამედ ემთხვევა მას. არფის წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი მშვილდისაგან არის წარმოშობილი. მშვილდი ერთი რომელიმე ხალხის საკუთრება არ ყოფილა, ამდენად არფა მისგან წარმოიშვა სხვადასხვა ხალხებში დამოუკიდებლად. არფის ტიპის საკრავები გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში: ეგვიპტეში, შუმერში, ბაბილონში, ირანში, ჩინეთსა და საბერძნეთში.
ამ თქმულებაში ლაპარაკია მწუხარე ხმებზე, ხოლო შოთასთან და ძველ ძეგლებში ჩანგი, პირიქით, ლხინისა და მხიარულებისათვის აუცილებელი საკრავი ყოფილა. ამ ფაქტმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ის სევდიანი ჩანგი ქართველ ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული, ხოლო შოთას მიერ აღწერილი ჩანგი უცხოეთიდანაა შემოტანილი და მაღალი წოდების ქართველთა საკრავია. ეს იმით უფრო აიხსნება , რომ რუსთაველი აღწერს უცხოელ მეფეთა ცხოვრებას, ხალხის დაბალ ფენას საერთოდ არა ეხება და არც მის საკრავებს ასახელებს.
ამ თქმულებაში ლაპარაკია მწუხარე ხმებზე, ხოლო შოთასთან და ძველ ძეგლებში ჩანგი, პირიქით, ლხინისა და მხიარულებისათვის აუცილებელი საკრავი ყოფილა. ამ ფაქტმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ის სევდიანი ჩანგი ქართველ ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული, ხოლო შოთას მიერ აღწერილი ჩანგი უცხოეთიდანაა შემოტანილი და მაღალი წოდების ქართველთა საკრავია. ეს იმით უფრო აიხსნება , რომ რუსთაველი აღწერს უცხოელ მეფეთა ცხოვრებას, ხალხის დაბალ ფენას საერთოდ არა ეხება და არც მის საკრავებს ასახელებს.
ჩაღანა
ჩაღანა მიეკუთვნება შვილდაკიან საკრავთა ჯგუფს. „ვეფხისტყაოსანში“ იგი მუდამ ჩანგთან ერთად გვხვდება.
სულხან- საბას მიხედვით, „ჩაღანა მეჩანგეს სამღერელი იყო,“ ე.ი. ჩანგის
დასაკრავად განკუთვნილი მოწყობილობა,
მაშასადამე, ან კბილის, ანდა ქამანჩის მსგავსი, მაგრამ ეს განმარტება
სწორი არ უნდა იყოს, რადგან რუსთაველის
ტექსტიდან ჩანს, რომ ჩაღანა ისევე საკრავია,
როგორც სხვები, ჩაღანას თავისი საკუთარი ხმა გააჩნია: მასზე ჩანგთან ერთად უკრავდნენ და ორივეს შეხმობილი ჟღერადობით
მომღერალთა შებანება სცოდნიათ ( „ხმას სცემს
ჩანგი ჩაღანასა“).
ჩაღანა ირანული სახელია, ირანულად - ჩაღანა, ჭაღანა 3-სიმიანი,
შვილდაკიანი საკრავია, რომელსაც პატარა
მრგვალი მუცელი, მოგრძო ყელი აქვს და რომელზეც
ძალზე მოხრილი, ძუის მქონე შილდაკით უკრავენ. ერთი სიტყვით, ჩაღანა
იგივე ქამანჩაა და ქართული ჭიანურის მსგავსი საკრავი ჩანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий