ბუკი
ჩასაბერი საკრავებიდან რუსთაველს მოხსენებული აქვს ბუკი, ნა, ნიშაგი და ნიში.
ბუკი, სულხან-საბას მიხედვით, დიდი
საყვირია. მას რაიმე მნიშვნელოვანი ამბის ცნობის დროს იყენებდნენ. მაგალითად, თინათინის მეფედ კურთხევისას (46):
„დალოცეს და მეფედ
დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და
წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა“.
როდესაც ავთანდილი თავისი წერილით ამცნობს ყმებს, რომ შერმადინს ტოვებს
თავის ნაცვლად, ავალებს მათ, რომ ბუკის
დაკვრით შეატყობინონ ყველას ამის შესახებ (169);
„ამას
ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი,
ბუკსა
იკრას, აქმევინეთ ყოვლის საქმე, ჩემგან ქმნილი“.
ბუკი ლაშქრობის
დროსაც იხმარებოდა, მაგალითად, ქაჯეთის
ციხის აღებისას (1414);
„იკრეს ნობსა და
დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი“.
ომის დაწყებას ტარიელი
ბუკით ატყობინებს მოწინააღმდეგეს (420):
„დილასა
შევჯე ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა.“
ავთანდილის დაბრუნებით
გახარებული ხალხი ბუკისა და ტაბლაკის ზათქით ატყობინებს
ქალაქს ამ ბედნიერებას (1460):
“სცემდეს
ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია“...
ან კიდევ ტარიელის
მეფედ კურთხევის დროს ვკითხულობთ (1638):
„ბუკსა
ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმათა დაატკბობდეს“....
ბუკის აღწერილობა უძველეს ძეგლებში არა ჩანს,
მაგრამ ამ საკრავს საქართველოში XIX საუკუნემდე ხმარობდნენ და ზოგი მათგანი დღემდე დაცულია. ქართული ბუკი ირანულ სურს უდრის,
რომელიც საყვირს ნიშნავს. სულხან-საბას
განმარტებით, საყვირები სიდიდით გამოირჩეოდა
ერთმანეთისგან: -- „ბუკი საყვირი დიდი, ხოლო ზროხაკუდი- საყვირი მომცრო“.
„ნა“
ნა „ვეფხისტყაოსანში“ სალხინო საკრავად ჩანს. დამწუხრებული ავთანდილი ამბობს (179).
„მოვშორდი
ლხინსა ყოველსა ჩანგსა, ბარბითსა და ნასა“.
ნა ირანულად
ლერწამს ნიშნავს და ამავე დროს არის ჩასაბერი საკრავიც. შოთასაც ეს სიტყვა ორივე
მნიშვნელობით აქვს ნახმარი, ზემოთ
მოყვანილ მაგალითში ნა საკრავად გვევლინება, ხოლო შემდეგ სტროფში კი ლერწმის აღმნიშვნელად,
(შესავალი 4)
„მელნად
ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული“...
„ნიშაგი“ და ‘ნიში“
ნიშაგი და ნიში არის სალამურისა და დუდუკის მსგავსი საკრავი. ეს საკრავები
მხიარულობის დროს იხმარებოდა
(1445):
„უთქვენოდ
მყოფსა არ გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი“
სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილს არაფერი აქვს ნათქვამი ამ საკრავის შესახებ თავისი
„ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხებში“ და შეიძლება
ეჭვი დაიბადოს მათ რაობაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ,,ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკონში
მათი მნიშვნელობა
სწორედ ასეა განმარტებული და მათი
სპარსული წარმოშობაცაა აღნიშნული. ნიში და ნიშაგი
რომ ნამდვილად საკარავების სახელებია,
ამას ამტკიცებს ისიც, რომ შოთას ისინიც სხავა საკარავებთან
ერთად აქვს ნახსენები.
Комментариев нет:
Отправить комментарий