წინწილა , ეჟვანი
საჩხარუნებელი
საკრავებიდან „ვეფხისტყაოსანში ნახსენებია
წინწილა და ეჟვანი.
წინწილა ლითონის
თეფში იყო, რომელსაც მეორე თეფშის დაკვრით აახმაურებდნენ ხოლმე. XII საუკუნის საქართველოში წინწილას
მეფის სასახლეშიც ნახავდა და მოისმენდა ადამიანი. წინწილა „ვეფხისტყაოსანში“ ნახმარია
თინათინის მეფედ კურთხევის დროს (46).
„ბუკსა ჰკრეს და
წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა“...
„ათ დღემდის ისმის ყოველგან
ხმა წინწილისა , ებნისა“.
როგორც ჩანს,
წინწილას ხმარობდნენ სხა საკრავებთან ერთად:
ჯერ ბუკთან და მერე ებანთან ერთად და მათ ხმას „დაატკბობდა“. წინწილას საბა ტკბილ საკრავად ასახელებს
და ეს განმარტება შოთას სიტყვებს ეთანხმება.
წინწილა — დასარტყმელი მუსიკალური საკრავი.
მოდინახეს ციხის გათხრებისას, ერთ-ერთ სამაროვანში, სხვა ექსპონატებთან ერთად, აღმოჩნდა წყვილი თეფში ანუ წინწილა. ეს სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-ე საუკუნით არის დათარიღებული. ანალოგიური საკრავები აღმოჩნდა მცხეთაში არმაზის ხევის გათხრების დროსაც. სულ ოთხი წყვილი, ე.ი. 8 წინწილა, რომელთა დიამეტრი განსხვავებულია, დიდი თეფშის დიამეტრი 40სმ, ხოლო მცირესი - 20სმ. წინწილები გარეგნულად ჩვეულებრივ თეფშებს გვანან, რომელთაც თავზე სარქველი აქვთ ხელის მოსაკიდი ყულფით. თეფშები ირგვლივ დაჩხვლეტილია. ისინი ხმის გამანაწილებლის როლს ასრულებენ. აღნიშნული საკრავი დღესაც გამოიყენება. ძველი და ახალი თეფშების შედარებამ ცხადყო, რომ გათხრებში მოპოვებული წყვილი წინწილა უკეთესად არის ნაკეთები ხმის განაწილების მხრივ, ვიდრე დღევანდელ სამხედრო ორკესტრებში არსებული უბრალო თეფშები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ხმის გამანაწილებელი სარტყელი და არც ხმის მარეგულირებელი ნახვრეტები.
ეჟვანი - როგორც ჯავახიშვილი წერს, ეჟვანი და ეჟვანთა ჟღერა
„ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებულია,
მაგრამ საკრავთა შორის მაინც არ გვხვდება
(791):
„სიყვარული აგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი,
ამას ჟღერენ“
მთელ „ვეფხისტყაოსანში“ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც
ეჟვანია ნახსენები და ამის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ეჟვანი საჟღერებელი საკრავია.
დასარტყამი საკრავებია: დაბდაბი,
დაბდაბნობი, დაფი, ტაბლაკი, ქოსი.
„ვეფხისტყაოსანში’’
რაოდენობით ისინი სჭარბობენ დანარჩენებს.
დაფის შესახებ საბას შემდეგი
აქვს ნათქვამი: დაფი არს გრაკალი,
ცალსა მხარესა ეტრატი აქვს საცემელად მროკავთათვის, რომელსა სპარსნი დაირას უწოდებენ. ხოლო დაფდაფსა ორივე მხარეს ეტრატი აქვს, რომელსაც
სპარსნი დაულს უწოდებენ.
ნობის ცემა , ისევე როგორც
ტაბლაკისა და დაფისა, ზეიმისა და სიხარულის ნიშანი იყო.
ნესტან-დარეჯანის მიგვრით გახარებულია
მეფე (1178):
„ცას მეფემან,
მოეგება, ჰკრეს ტაბლაკისა, გახდა ზარი“.
როგორც ტარიელის
მოყოლიდან ჩანს, ნობი
ლაშქრობის დროსაც გამოსადეგი იყო (42) :
„დილას
შევჯე, ვუბრძანე; „ჰკარით ბუკსა და ნობასა“...
„იკრეს
ნობსა და დაბდაბსა , შეიქმნა ბუკთა ტკრციალი“ (1414).
„გამოაჩნდეს
, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა“...(1508)
ტაბლაკსა
ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა“.
საბას განმარტებით
, ნობა არის „საყვირ -დაბდაბნი“, ხოლო ნობათი
-- „საყვირ დაფი“.
„მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი“.
(730)
ქოსი რომ ქართული სახელი არა რაის , ეს საბამაც
კარგად იცოდა და აღნიშანულიც აქვს: ,,ქოსი სხუათა ენაა, ქართულად სპილენძ-ჭური ჰქვია“.
„ქოს-დაბდაბთა
ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა“...(721)
ტარიელისა
და ნესტან-დარეჯანის დაბრუნებით და მტრების დამარცხებით გახარებული დედოფალი
(ნესტანის დედა) ბრძანებს, რომ გლოვა შეწყვიტონ
და მხიარულებას მისცენ თავი (1633):
„უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს -წინწილასა ჰკარითო,
დიდი
ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო“...
დაბდაბი თამარ მეფის ერთ ისტორიკოსს აქვს მოხსენიებული იქ, სადაც ლაშა-გიორგის
ბედზე, არზრუმის მხარეს ლაშქრობაზეა საუბარი. მისის ცნობით, საქართველოში ჯარის მოახლოებისთანავე იქაურებმა,
„ვითარცა გათენდა , ჰკრეს ბუკსა და
დაბდაბთაო“.
ამგვრად, ჩვენ შეძლებისდაგვარად
განვიხილეთ „ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული ყველა საკრავი.
Комментариев нет:
Отправить комментарий