ბარბითი
შოთა რუსთაველს თავის ,,ვეფხისტყაოსანში“ თითქმის ყველა ჯგუფის საკრავები აქვს მოხსენიებული: 1. სიმებიან -გამოსაკრავი, (ანუ მოზიდვითი) 2. ჩასაბერი,
3. დასარტყამი.
ყველა ამ საკრავს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
საკრავების ერთი ნაწილი ლხინისათვის
იყო განკუთვნილი, მეორე ჭირისათვის, ზოგი ომში და ზოგიც ნადირობისას გამოიყენებოდა.
ბარბითი
-- მიეკუთვნება ჩამოსაკრავ საკრავთა ჯგუფს. როგორც
ი. ჯავახიშვილი წერს, „ვეფხისტყაოსანში“
ბარბითი ლხინის დროს ერთ-ერთ მჟღერ საკრავად მოჩანს.
ტარიელის საძებნელად გამგზავრებული
ავთანდილი ამბობს:
„მოვშორდი ლხინსა
ყოველსა, ჩანგსა , ბარბითსა და ნასა“.
ხატაეთზე გამარჯვების
შემდეგ ინდოთ მეფისადმი მიწერილ ტარიელის წერილში
ნათქვამია:
„კვლაცა დაჯდა მხიარული,
მოიმატა სმა და მღერა,
კვლა გაგრძელდა ნადიმობა,
ბარბითი და ჩანგთა ჟღერა“.
თვით სახელწოდება
ბარბითი არ გვხვდება ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომებში, ეს გარემოება ცხადყოფს,
რომ დიდად გავრცელებული საკრავი არ ყოფილა. სულხან-საბა ბარბითზე წერს, -მუღნიაო, მაგრამ მუღნის
განმარტება ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებში არ გვხვდება. (ლექსიკონი
ქართული --- მუღნი იგივე -ბარბითია) ჯავახიშვილის აზრით, ქართული ბარბითი ბერძნულ ბარბიტონს შეესატყვისება. ეს არის
ყელიან-მუცლიანი, ბოხი ხმის საკრავი, რომლის სახელის ეტიმოლოგია და ნამდვილი
რაობა ჯერ საბოლოოდ გამორკვეული არ არის. ამ საკრავის
განმტკიცებული სახელი ბერძნულიდან მომდინარეობს და არა სპარსულიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий