სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის, თამარ ჩხეიძის
სასწავლო რესურსის გამოყენების რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო
რესურსი წარმოადგენს ციფრულ რესურს, რომლის სახელწოდებაა - საკრავები ,,ვეფხისტყაოსანში,’’ რომლის ელექტრონული
მისამართია https://saganmanatleblomusika.blogspot.com/p/blog-page_20.html
რესურსის
შექმნა განაპირობა VII კლასის
სახელმძღვანელოში მოცემულმა თემატიკამ.
აღნიშნული კლასის
მოსწავლეებისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ფაქტი თუ
მოვლენა, ინფორმაცია საკრავ ინსტრუმენტებზე, ქართულ
კოლექტივებსა თუ მუსიკალური კულტურის წარმომადგენლებზე არ იყო სრულყოფილი, ამომწურავი, ამიტომ ამ საკითხების
სიღმისეულად შესწავლის მიზნით საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა
ისეთი სასწავლო ელექტრონული რესურსი, რომელიც დამეხმარებოდა მათ უკეთ სწავლებაში.
დღევანდელ სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე, რესურსის
ციფრულ რეჟიმში წარმოდგენა შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება
მოსწავლეებს, ყურადღება გაამახვილონ
როგორც საინფორმაციო მასალის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე, ისე
ვიზუალურად წარმოდგენილი ტექსტის
შესაბამის ფოტოებს, რომლებიც აადვილებს სხვადასხვა ეპოქის
კულტურაზე სათანადო წარმოდგენის შექმნას.
რესურსი გამოვიყენე
მიმდინარე გაკვეთილზე, რომლის თემაც იყო--„ცოტა
რამ ქართული ხალხური საკრავების შესახებ“ -- VII
კლასი
რესურსის შექმნის
მიზანია:
Ø მოსწავლე
ჩამოყალიბდეს განათლებულ, კულტურულ ადამიანად, მისთვის მუსიკის სფეროში შესაბამისი ცოდნის მიცემის
გზით;
Ø მოსწავლის
მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა ხალხური მუსიკალური
საკრავების გაცნობის გზით;
ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით ეს ციფრული რესურსი შეესაბამება ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს:
მუს.VII.10. მოსწავლეს ესმის
და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა კულტურის
თვითგამოხატვის საშუალებაა.
Ø საუბრობს, რა ინფორმაცია
მიიღო რომელიმე ისტორიულ პერიოდზე იმ ეპოქის ხელოვნების ნაწარმოების გაცნობით;
Ø საუბრობს, რა გაიგო ქართველი
ხალხის კულტურის, მუსიკალური საკრავების შესახებ და შეუძლია საქართველოში გავრცელებული საკრავების დაჯგუფება;
Ø საუბრობს მუსიკალური საკრავებისა
და ხალხურ საკრავთა ანსამბლების მოსმენით გამოწვეულ
შთაბეჭდილებაზე და შეუძლია გაანალიზება.
მუს.VII.8. მოსწავლეს აღიქვამს მუსიკას,
როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
Ø განასხვავებს
მუსიკალურ სტილებს, კულტურის, და საკრავებს
ეპოქის მიხედვით;
21-ე საუკუნის
უნარები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
სამიზნე ჯგუფი:
ჩემ მიერ შექმნილია სასწავლო რესურსი გათვალისწინებულია VII კლასის
მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ციფრული რესურსი შეიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე ფოტომასალას. მიმაჩნია, რომ სასწავლო
პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.
რათა, ერთი მხრივ, მოსწავლეებმა,
სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე, უკეთ აღიქვან საინფორმაციო და ვიზუალური
მასალა, მეორე მხრივ, სასწავლო პროცესი
ბევრად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
ეს რესურსი გამოვიყენე გაკვეთილზე
7 კლასში. გაკვეთილი შედგებოდა ორი ეტაპისაგან:
პირველ ეტაპი - თავსატეხი -
„ აბა, გამოიცანი,“ რომელზეც ვაჩვენე ქართული ხალხური საკრავების ფოტოები და მოვასმენინე საკრავის
ტემბრი, რათა მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა გამომეწვია. შეჯიბრების
შემდეგ მოხდა გუნდური მუშაობის შეჯამება. გამოვიყენე განმავითარებელი შეფასება.
მეორე ეტაპი -- ვაჩვენე
ჩემი ბლოგი https://saganmanatleblomusika.blogspot.com/p/blog-page_20.html
სადაც ატვირთულია საკრავების ფოტოები, გავაცანი
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული მუსიკალური საკრავები და ვუამბე მათ შესახებ. მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პოემაში ამ საკრავის გამოყენების კონკრეტულ მნიშვნელობაზეცაა
საუბარი; შოთა რუსთაველს
თავის პოემაში თითქმის ყველა ჯგუფის საკრავი აქვს მოხსენებული: სიმებიან- გამოსაკრავი (ანუ მოსაზიდი) ჩასაბერი საკრავები, საჩხარუნებელი და ჟღარუნები და დასარტყამი საკრავები ყველა ამ
საკრავს განსაკუთრებული მნიშვნელობა
ჰქონდა. საკრავების ერთი ნაწილი ლხინისათვის იყო განკუთვნილი, მეორე ჭირისათვის, ზოგი ომში და ზოგიც ნადირობისას გამოიყენებოდა.
მოსწავლეებმა მიიღეს
ინფორმაცია ისტორიულ პერიოდზე იმ ეპოქის
ხელოვნების ნაწარმოების გაცნობით. გაიგეს
ქართველი ხალხის კულტურის, მუსიკალური
საკრავების შესახებ და შეადარეს თანამედროვე
მუსიკალური კულტურა შუა საუკუნეების ეპოქისას.
ციფრული ობიექტის ამ სახით გამოყენებამ ხელი
შეუწყო მოსწავლეების გამოწვევასა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვას. 21-ე საუკუნის უნარებისა და გამჭოლი კომპეტენციების
განვითარებას, სწავლის ხარისხს. მოსწავლეები ეჩვევიან საკრავების შეფასებას, აზრის ნათლად გამოთქმას. საკუთარი შეხედულების დასაბუთებას კამათისა და მსჯელობის დროს შესაფერისი ტერმინოლოგიის გამოყენებით და ასევე, ქცევის ნორმების დაცვას. ეუფლებიან ა ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, უვითარდებათ შეფასებისა და თვითშეფასების
უნარი. ვიზუალური წარმოდგენა და ტექნოლოგიების გამოყენება თვალსაჩინოს ხდის ინფორმაციას,
აადვილებს ინფორმაციის ვიზუალურ აღქმას, გაგებას, ანალიზს, რაც ხელს უწყობს სწავლის
პროცესის გაუმჯობესებას.
აქვე აღვნიშნავ, რომ საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებისას
თავი იჩინა შემდეგმა პრობლემამ: მოსწავლეებს გაუჭირდათ, ,,ვეფხისტყაოსნის’’
ენიდან გამომდინარე, მოყვანილი ციტატების გააზრება და მათში დასახელებული საკრავის
მნიშვნელობის აღქმა. პრობლემის გადასაჭრელად მივმართე შემდეგ მეთოდს- მივეცი დავალება,
რომ შემდეგი გაკვეთილისთვის დაეწერათ პერიფრაზირება,
შეეძლოთ დახმარებისთვის მიემართათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის ან გამოეყენებინათ არქაიზმების ლექსიკონი.
რესურსი შეუძლია გამოიყენონ მუსიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედგოგებმა იმავე
ან მოდიფიცირებული სახით. ამ რესურსით მოხდა
გამოცდილების გაზიარება სწავლების მეთოდების გასაუმჯობესებლად.
20-06 2018 წელი
თამარ ჩხეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий