სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის,
თამარ ჩხეიძის
სასწავლო რესურსის გამოყენების რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო
რესურსი წარმოადგენს ციფრულ რესურს, რომლის სახელწოდებაა- "თქმულებები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ", რომლის ელექტრონული მისამართია-
https://saganmanatleblomusika.blogspot.com/p/blog-page_54.html
https://saganmanatleblomusika.blogspot.com/p/blog-page_54.html
რესურსის შექმნა განაპირობა VIII კლასის სახელმძღვანელოში მოცემულმა თემატიკამ. აღნიშნული კლასის
მოსწავლეებისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ფაქტი თუ
მოვლენა, ინფორმაცია საკრავ ინსტრუმენტებზე, ქართულ
კოლექტივებსა თუ მუსიკალური კულტურის წარმომადგენლებზე არ იყო
სრულყოფილი, ამომწურავი, ამიტომ ამ საკითხების სიღმისეულად შესწავლის მიზნით
საჭიროდ ჩავთვალე, ჩემი მოსწავლეებისათვის შემექმნა ისეთი სასწავლო ელექტრონული
რესურსი, რომელიც დამეხმარებოდა მათ უკეთ სწავლებაში. დღევანდელ სასწავლო გარემოსა
და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე, რესურსის ციფრულ რეჟიმში წარმოდგენა
შეესაბამება სწავლების არსებულ მოთხოვნებს. ის ეხმარება მოსწავლეებს, ყურადღება
გაამახვილონ როგორც საინფორმაციო მასალის მნიშვნელოვან საკვანძო
საკითხებზე, ისე ვიზუალურად წარმოდგენილი
ტექსტის შესაბამის ფოტოებსა და ვიდეომასალაზე, რომლებიც აადვილებს სხვადასხვა
ეპოქის კულტურაზე სათანადო წარმოდგენის შექმნას.
რესურსი გამოვიყენე შემაჯამებელ გაკვეთილზე.
შემაჯამებელი
გაკვეთილის თემა: -- „ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერები“.
VIII კლასი.
რესურსის შექმნის მიზანია:
·
მოსწავლე ჩამოყალიბდეს განათლებულ, კულტურულ ადამიანად
მისთვის
მუსიკის სფეროში
შესაბამისი ცოდნის
მიცემის გზით;
·
მოსწავლის მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა
ხალხური მუსიკის ნიმუშების გაცნობის
გზით;
ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს ციფრული რესურსი შეესაბამება ესგ-თი განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს:
მუს.VIII.10. მოსწავლეს ესმის
და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა კულტურის
თვითგამოხატვის
საშუალებაა.
·
საუბრობს,
რა ინფორმაცია მიიღო რომელიმე ისტორიულ პერიოდზე იმ ეპოქის ხელოვნების ნაწარმოების
გაცნობით;
·
საუბრობს, რა გაიგო ქართველი ხალხის კულტურის შესახებ
მისი მუსიკის გაცნობით;
მუს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
·
საუბრობს
მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
მუს.VIII.8. მოსწავლეს აღიქვამს მუსიკას,
როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
·
განასხვავებს
მუსიკალურ სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
·
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ
კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გაცნობით;
21-ე საუკუნის უნარები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
სამიზნე
ჯგუფი:
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი გათვალისწინებულია
VIII კლასის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ციფრული რესურსი შეიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე ვიდეომასალას. მიმაჩნია, რომ სასწავლო
პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის, რათა, ერთი მხრივ, მოსწავლეებმა,
სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე, უკეთ აღიქვან საინფორმაციო და ვიზუალური მასალა,
მეორე მხრივ, სასწავლო პროცესი ბევრად
საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
აღნიშნული სასწავლო რესურსის გამოყენებითა და სხვა ციფრული ობიექტების საშუალებებით მოსწავლეებმა მოიძიეს
ინფორმაცია ქართული სიმღერების შესახებ და შემაჯამებელ გაკვეთილზე გააკეთეს
პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ჟანრობრივად განსხვავებულ სხვადასხვა სიმღერის
წარმომავლობაზე, შემსრულებელზე, ეპოქაზე ,
ისაუბრეს მათი შექმნის ისტორიებზე, გაეცნენ
ქართული მუსიკალური კულტურის წარმომადგენლებს, მუსიკალურ საკრავებს, სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივს, რომლებსაც აკავშირებენ კულტურულ და ისტორიულ კონტექსტთან.
სხვადასხვა ხერხით აღნიშნული კი უკავშირდება ყოველდღიურ მოვლენებს, ქართული კულტურის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.
აქვე აღვნიშნავ,
რომ საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებისას გამოიკვეთა გარკვეული პრობლემა, ეთნიკური უმცირესობის
მოსწავლეებს გაუჭირდათ ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების აღქმა. პრობლემის
გადასაჭრელად მივმართე შემდეგ მეთოდს. მივეცი
დავალება, დაეწერათ თემა -„
ჩემს ოჯახში შემორჩენილი ტრადიციები“, რომელიც საინტერესოდ შეასრულეს, როგორც
ქართველმა, ასევე ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლებმა.
ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო
რესურსის გამოყენება დამეხმარა სასწავლო მასალის სიღრმისეულად
მიწოდებაში ორივე ფორმით, ვერბალურითა და ვიზუალურით და უკეთეს შედეგზე გასვლაში.
ასევე, მოსწავლეებს გაუჩნდათ იმავე თემის შესახებ უფრო მეტი
ინფორმაციის მოძიების სურვილი.
ციფრულმა
ობიექტმა, რომელიც შექმნილია
მოსწავლეთა
ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ
საჭიროებებზე და შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე, ხელი შეუწყო მოსწავლეების გამოწვევას და სასწავლო
პროცესში აქტიურად ჩართვას. 21-ე
საუკუნის უნარებისა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, სწავლის ხარისხს. მოსწავლეები ეჩვევიან მუსიკის
მოსმენას, შეფასებას, აზრის ნათლად გამოთქმას, საკუთარი შეხედულების დასაბუთებას კამათის,
მსჯელობის დროს შესაფერისი მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენებით და ასევე, ქცევის ნორმების დაცვას. გარდა ამისა,
ეუფლებიან ჯგუფური მუშაობის მეთოდებს, უვითარდებათ შეფასებისა და თვითშეფასების
უნარი. მოსწავლეები ესწრებიან და მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში. სწავლობენ,
რომ მუსიკალური ნაწარმოები ესთეტიკურ მხარესთან
ერთად, ყოველთვის გამოხატავს გარკვეულ იდეას.
რესურსი,
რომელიც შედგენილია ინტერნეტითა და
სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურიდან
მოძიებული მასალით, შეუძლია გამოიყენონ მუსიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედგოგებმა იმავე
ან მოდიფიცირებული სახით. მაგალითად, ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაეხმარება ქართული კულტურის, ტრადიციებისა და თქმულებათა
გაცნობის თვალსაზრისით. ამ რესურსით მოხდება გამოცდილების გაზიარება სწავლების მეთოდების
გასაუმჯობესებლად.
20-06
2018 წელი
თამარ ჩხეიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий